logo_geo
eng_logo
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები ანგარიშით 20:16 დაამარცხეს
- +

19 ნოემბერი. 2016. 17:43



ქართველ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამოას გუნდი ანგარიშით 20:16 დაამარცხა.


მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.


შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც მე-60 წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.


აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი მიეძღვნა გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".


„ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად, შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner