logo_geo
eng_logo
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: დარწმუნებული ვართ, თურქეთსა და ამერიკას შორის მეგობრობა გაგრძელდება
- +

19 ნოემბერი. 2016. 17:53



საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შეფასებისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ისევე მეგობრული იქნება.


მისივე თქმით, ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მოულოდნელი იყო, თუმცა დასძენს, რომ ეს ხალხის ნების გამოხატულება და მათი გადაწყვეტილებაა.


„ყველასთვის მოულოდნელი იყო ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, მაგრამ თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიის მთავარი საფუძველი და მნიშვნელობაც არის. ეს იყო ხალხის ნების გამოხატულება და მათი გადაწყვეტილება. თურქეთსა და ამერიკას შორის არა მხოლოდ NATO-სთან დაკავშირებით, არამედ ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასევე გაგრძელდება", - განაცხადა გუმრუქჩუმ.



როგორც ელჩმა აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკვე დაურეკეს პირადად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner