logo_geo
eng_logo
მამუკა გორგოძე: სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ
- +

19 ნოემბერი. 2016. 18:22



საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შემდეგი მატჩი „ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან აქვთ, რომელიც საკმაოდ რთული იქნება, თუმცა დასძინა, რომ ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ და მაქსიმალურს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.


„გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ყოფილიყო ფრანგი მსაჯი, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა. შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველოდება, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ, ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ", - განაცხადა მამუკა გორგოძემ.


საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„დიდი მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არა უშავს, ბიჭებოო. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner