logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება
- +

19 ნოემბერი. 2016. 20:41



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი რეჟისორის გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

 

გიზო ჟორდანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მისი სპექტაკლები ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოსულა თეატრის სცენიდან.

 

გიზო ჟორდანიამ არაერთი ხელოვანი აღუზარდა ქართულ სცენასა და კინოს. სამწუხაროდ, ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება", - წერია სამძიმრის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner