logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „ნაციონალებს“ პანტერასავით არ მივახტებით პარლამენტის დერეფნებში
- +

19 ნოემბერი. 2016. 22:07



ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნას აპროტესტებს. მისი თქმით, "დღეს ნაციონალები არ უნდა ისხდნენ პარლამენტში, გიგა ბოკერია კი ციხეში უნდა იჯდეს".


გიგა ბოკერიას სიცოცხლეშივე ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი, რომ ის ესწრებოდა მის წამებას და მიმაჩნია, რომ ბოკერია ციხეში უნდა იჯდეს. თუ ვინმეს ჰგონია ქართულ ოცნებაში", რომ ჩვენ დერეფნებში დავუწყებთ ნაციონალებს დევნას და პანტერასავით მივახტებით, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ პარლამენტის დერეფნებში მათ დევნას და ფიზიკურად გავუსწორდეთ მათ. ეს არაჯანსაღი და არაადეკვატური მოლოდინი," - აცხადებს ირმა ინაშვილი.


პატრიოტთა ალიანსის ლიდერს პრეტენზიები აქვს რუსთავი2-ის მიმართაც, კერძოდ კი ვანო ჯავახიშვილის შოუს მიმართ, რომელსაც ის პირადად მისი და დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში სდებს ბრალს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner