21 მარტს დნეპროპეტროვსკში ანტიკორუფციული ფორუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ტრიბუნაზე გამოსვლისას გუბერნატორის „სტილისტურმა გადაწყვეტამ" დამსწრე საზოგადოება გააოცა: საქართველოს ექს-პრეზიდენტი წინდაში ჩატანებული შარვლით ავიდა სცენაზე. ასე გამოწყობილმა გახსნა ღონისძიება, მიიღო მონაწილეობა სადისკუსიო ჯგუფის მუშაობაში და მოგვიანებით ფურშეტზეც გამოჩნდა.
მოგვიანებით ფოტო და ვიდეო ერთ-ერთ ადგილობრივ საიტზე zabeba.li -ზე გამოჩნდა. ამავე საიტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დმიტრი იანოვსკიმ კი, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ამ წარწერით განათავსა ფეისბუქის პირად გვერდზე: „მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ქარიზმატულია, მაგრამ აი, შარვალი წინდებში - ვერ გამიგია".
ფოტოს კომენტარები მოჰყვა. უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ოდესის გუბერნატორი შეხვედრაზე ველოსიპედით მივიდა და სწორედ ამიტომ არის ასეთ ფორმაში. „...თანაც უჰალსტუხოდაა"; „ალბათ კლიჩკომ ასწავლა", - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.