რუსეთი არ დაუშვებს მსოფლიოში სტრატეგიული ბალანსის დარღვევას, - განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა, რომელსაც მაგალითისთვის NATO-ს გლობალური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემიების განთავსება მოჰყავს.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეფექტურად გავანეიტრალოთ რუსეთის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხე , მათ შორის ისეთებიც, რომლებიც დაკავშირებულია ანტისარაკეტო სისტემების განთავსებასთან.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძალის სტრატეგიული ბალანსი",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს.