logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ეს არის სახელმწიფოსთვის გამოწვევის მიზნით ხელთათმანის სროლა
- +

21 მარტი. 2016. 17:20


 

ექსპერტი ვახტანგ მაისაია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას სახელმწიფოს გამოწვევად აფასებს. როგორც მაისაიამ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, ფარული კადრების გავრცელებამ შესაძლოა ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მაისაიას თქმით, აღნიშნული ფაქტების უკან სერიოზული ძალა დგას და იგრძნობა გარკვეული სპეცსამსახურების ხელწერა.

 

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, სახელმწიფოსთვის გამოწვევის მიზნით ხელთათმანის სროლა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პოლიტიკური დესტაბილიზაცია. ეს ფაქტი ასევე არყევს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის პრინციპებსაც. ამას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგები.

 

რა თქმა უნდა, ამ ფაქტების უკან დგას სერიოზული ძალა. იგრძნობა გარკვეული სპეცსამსახურების ხელწერა. ეს ოპერაცია სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, თუნდაც დაახლოებით 8 თვის მანძილზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კიდევ იქნება მსგავსი და კიდევ უარესი შეტევები, რომელიც ამ ოპერაციის შემადგენელი ნაწილი იქნება.

 

ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ე.წ. კადრების განადგურება არაფერს წარმოადგენდა, რადგან ეს იყო შეგნებულად დატოვებული კადრები. ხელისუფლება ამ სატყუარას წამოეგო. რეალურად, ორიგინალი კადრები გაიტანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ძალებმა, რომლებიც ამ ყველაფერის ჩაწერას ახორციელებდნენ. ორიგინალები, როგორც ჩანს, გადეცათ გარკვეული ქვეყნების სპეცსამსახურებს. ცოტა ხანში გამოჩნდება, რომელ ქვეყნებზეა საუბარი და დავინახავთ, თუ ვის აწყობს წინასაარჩევნოდ ასეთი დესტაბილიზაციის შექმნა. აქ ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა წინა ხელისუფლების ეგოისტური ინტერესები ფინანსური კუთხით და გარკვეული ქვეყნების ინტერესები", - განაცხადა მაისაიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner