პოეტი გენრი დოლიძე პოეზიის მოყვარულებს მიმართავს:
„თბილისში მყოფო მეგობრებო!...
21 ნოემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ა ბ გ დ"-ს დაეთმობა. როი აბუსელიძე, აჩი ბერიძე, გიორგი გაბაიძე და გენრი დოლიძე პოეზიის საღამოზე წარსდგებიან ძველი და ახალი ლექსებით... ბილეთის ფასი 7 ლარია.
ბილეთების შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე - Biletebi.ge- ზე შეუძლიათ.
შემოსული თანხის ნაწილი რჩება თეატრში, განათების და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, ხოლო ის ნაწილი რომელიც ჩვენია, გადაეცემა მაღალმთიანი აჭარის ლიტერატურული კლუბებს მხატვრული ლიტერატურის შესაძენად.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისათვის დასწრება თავისუფალია", - წერს დოლიძე.