20 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება.
„ერთი ცის ქვეშ“ უკვე მეცხრედ ტარდება. ფესტივალის დასკვნით კონცერტში იმერეთის, გურიის, აჭარის და სხვა რეგიონების სახელოვნებო სკოლების 90 მოსწავლე მონაწილეობს. ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბების, მოსწავლეთა საერთო პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ტარდება.
პროექტი გაეროს ასოციაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.