logo_geo
eng_logo
დღეს ილია მეორე მოსკოვში, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება
- +

20 ნოემბერი. 2016. 11:36



მოსკოვში მყოფი ილია მეორე დღეს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება. 23 ნოემბერს, გიორგობაზე კი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.



გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირილეს შეხვდა. რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს და რომ ეკლესიებმა ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner