logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ
- +

20 ნოემბერი. 2016. 11:37


 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ  კირილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა  და ხალხისთვის.



უწმინდესის თქმით, ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან მიმართებაში.



საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდბლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა  და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლაჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი  იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და  ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner