logo_geo
eng_logo
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს: ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია
- +

20 ნოემბერი. 2016. 12:48



რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პატრიარქის ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ქართველ და რუს ხალხს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში.



ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის. თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფიაც გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან - ჩვენ ბევრი იმ სასიხარული და სამწუხარო მოვლენის მომსწრეები ვართ, რომლებიც მოხდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გავლენას ახდენდა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია.

თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები, როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე - საფულისა და კუჭის დონეზე, ეკლესიები ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში", - მიმართა რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს.



მისივე თქმით, დადებითად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები, რადგან "ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან".



პირველ რიგში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ ახლოს, ხშირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ," - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner