logo_geo
eng_logo
სი ძინპინი: პეკინისა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის გარდამტეხი პერიოდი დგება
- +

20 ნოემბერი. 2016. 14:23



ჩინეთის პირველი პირის სი ძინპინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ პეკინისა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის გარდამტეხი პერიოდი დგება.



ძინპინმა დონალდ ტრამპის სახელი არ ახსენა, თუმცა, თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერთან, ბარაკ ობამასთან უკანასკნელი შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა.



„ვიმედოვნებ,ორივე მხარე ერთად იმუშავებს და კონცენტრირებას მოახდენს თანამშრომლობაზე, გადალახავს უთანხმოებას და უზრუნველყოფს ურთიერთობის ეტაპობრივ ცვლას", - განაცხადა სი ძინპინმა.

 


ჩინეთის ლიდერმა ბარაკ ობამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარებისთვის მადლობა გადაუხადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner