კისლოვოდსკში, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღორძინების ფონდისა და ქალაქის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის, „ივერიის" მიერ ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება.
ადგილობრივი მედიი ცნობით, ტაძართან ქართული კულტურული ცენტრის დაფუძნებაც იგეგმება.
წმინდა ნინოს ტაძარი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ ადგილზე აშენდება.
ეკლესიის საძირკველი უკვე ჩაიყარა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვაც აღევლინა.