სააგენტო „როიტერი" სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალეპოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რაიონში, სკოლის დაცხრილვის შედეგად, შვიდი ბავშვი დაიღუპა.
სააგენტოს ცნობით, სირიის სახელმწიფო ტელევიზია ალეპოს სამთავრობო ნაწილის დაცხრილვის შედეგად მინიმუმ ათი დაღუპულის შესახებ იუწყება.
ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, დაბომბვების შედეგად, არც ერთი დიდი საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.