თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს არ სჭირდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ევროკავშირის წევრობა, რადგან ამის ნაცვლად, მას შეუძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელშიც ერთიანდებიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.
„თურქეთი უნდა დამშვიდდეს. არ არის საჭირო ლაპარაკი: „ევროპული კავშირი ნებისმიერ ფასად". ასეთია ჩემი აზრი.
რატომაც არ უნდა შეუერთდეს თურქეთი შანხაის ხუთეულს? ამის შესახებ ვესაუბრე რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს - მათ, ვინც შანხაის ხუთეულში არიან", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.