logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს „ანტირუსული გამოხტომების“ მკვეთრ გააქტიურებაში ადანაშაულებს
- +

21 მარტი. 2016. 17:50



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ოფიციალური თბილისის მხრიდან „ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურება" შეინიშნება.



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს, დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარ-ვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, „ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა" უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე და ამავე კონტექსტში განიხილავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.



რუსეთის საგარეო უწყება ამ ანგარიშებს უწოდებს „ღია ცილისწამებას" აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა" და რუსეთის მიმასამართით.


რუსეთის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კონსტრუქციულ ჭრილში გაიმართება, ამავდროულად აღნიშნავს, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე რუსული დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner