logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა უკეთესი გარემოს შექმნაში
- +

20 ნოემბერი. 2016. 20:30


თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის" გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.


გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს.  კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.


„კომპანია „აეკომმა", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს.  ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა  დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით,  უკეთესი გარემოს შექმნაში.    ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.


აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის" მეგობარი კომპანიები.  ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.


გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით,   80 000 ხე - მცენარე დაირგვება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner