logo_geo
eng_logo
23 ნოემრბერს თბილისში და კახეთში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა
- +

20 ნოემბერი. 2016. 21:17


21 და 23 ნოემბრის ღამეს შესაძლოა თბილისში მოთოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას, სააგენტო ipress-ი ავრცელებს.  როგორც,  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 21 ნოემბერს და 22-ში ზოგან, განსაკუთრებით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი და დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. დაბლობში ერთი კვირის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსის ფარგლებში არის მოსალოდნელი.


მთიან რაიონებში მოსალოდნელია სითბო  2-7 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში 0+5 გრადუსი.


რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 20- დან  23 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდია მოსალოდნელი.


20 ნოემბრის საღამოდან, აღმოსავლეთ რაიონებში: კახეთს, ბოლნისს და თბილისს ეხება ეს ჯერჯერობით, ნალექი თოვლში გადავა, სუსტი თოვა დაიწყება.


ზოგან გაძლიერდება ნისლი და შესაძლებელია ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.


ჰაერის ტემპერატურა  23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ყველაზე ცივი დღე იქნება 23 ნოემრბერი კახეთისთვის და მათ შორის თბილისისთვისაც.


დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 0+1 , ღამით იქნება ყინვა -3, -4 , შესაბამისად უარყოფითი ტემპერატურა იქნება შიდა ქართლშიც და ქვემო ქართლშიც.


მაღალმთიან რაიონებში ღამის ყინვა შენარჩუნდება -9-დან -14 გრადუსამდე.


აღმოსავლეთ საქართველოში 24 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება. ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს.


კვირის ბოლოსთვის შესაძლებელია, რომ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა განსაკუთრებით პარასკევს, შაბათს და კვირას იყოს 9,11 გრადუსი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner