logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში 10 მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება
- +

20 ნოემბერი. 2016. 22:07


თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მერია ,,სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა ცენტრალურ ქუჩებში მრავალსართულიანი ავროსადგომები აშენდება.


„უკვე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური დავალება, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში 10 მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება. ჩვენს მიერ დაქირავებული კომპანია ამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, უმეტესობა მზად არის და როგორც კი დასრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცესი, გამოცხადდება დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება ხელს არ უშლის მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას, ჩვენ ამაზე მათთან ვისაუბრეთ" - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner