logo_geo
eng_logo
ნოჯიხევში მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოეწყო
- +

21 ნოემბერი. 2016. 00:41


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ჩართულობით, „მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის" ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამხანაგობა „მაგნიკო"-მ მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ამხანაგობამ, რომელშიც გაერთიანებულია ორი მეწარმე, პროექტიდან 10 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.


მიღებული თანხით გადაიხურა სასათბურე კონსტრუქცია, შეძენილ იქნა მარწყვის ნერგები, დამონტაჟდა ვენტილაციის, გათბობის და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემები.


სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს, საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner