შპს „თბილსერვის ჯგუფმა" სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს „თბილსერვისი" თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით ახორციელებს.
დღეს დასუფთავების პროცესში ,,თბილსერვის ჯგუფის'' 100-მდე სპეცთანამშრომელი მონაწილეობდა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტაძარში განთავსებულ სტამბას ხანძარი გუშინ გაუჩნდა.