22-23 ნოემბერს თბილისში შესაძლოა თოვლი მოვიდეს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 0;+1 იქნება. 24 ნოემბრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი და შესაბამისად, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.
წუხელ ღამით კახეთში თოვდა. დედოფლისწყაროს რაიონში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -2 გრადუსი დაფიქსირდა. 23 ნოემბრის ჩათვლით კახეთში თოვლია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21-23 ნოემბერს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; -1;+4; იქნება.
დასავლეთ საქართველოში კი 23 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. კვლავ იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 30 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში +10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, მცირედით დათბება, თუმცა ღამით ყინვები შენარჩუნდება.