logo_geo
eng_logo
„გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შემდეგ მივიღებ“ - კოკა ყანდიაშვილი „საზმაუ“-სთვის იბრძოლებს?
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:39



ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი, ვინც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს, კოკა ყანდიაშვილია.


„პრაიმტაიმი" დაუკავშირდა კოკა ყანდიაშვილს და ინფორმაცია გადაამოწმა.


გიორგი ბარათაშვილის ტელევიზიიდან წასვლის შესახებ კოკა ყანდიაშვილმა ჩვენგან გაიგო, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შემდეგ მივიღებ", - უთხრა ყანდიაშვილმა „პრაიმტაიმს".


შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება. მოკლე კომენტარში გიორგი ბარათაშვილმა თქვა, რომ უკვე დიდი ხანია, წასვლაზე ფიქრობს.


გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორისთვის იბრძოლებენ კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner