საფრანგეთის მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის პირველ ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა.
შედეგების მიხედვით, ფრანსუა ფიიონმა მხარდამჭერთა ხმების 44.1% მიიღო, ალენ ჟუპემ - 28.6%, ხოლო საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მხარდამჭერთა ხმების - 26.8%.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა. მან თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას დამარცხება აღიარა.