logo_geo
eng_logo
ვინ შეცვლის გიორგი ბარათაშვილს? - ყანდიაშვილი, ზაუტაშვილი, ხაინდრავა, მაღლაფერიძე
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:49

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება. მოკლე კომენტარში გიორგი ბარათაშვილმა თქვა, რომ უკვე დიდი ხანია, წასვლაზე ფიქრობს.


ჩნდება კითხვა, ვის აირჩევს ბორდი, ვინ ჩაიბარებს „საზოგადოებრივ მაუწყებელს" და რამდენად დაიცავს ის სტანდარტებს?


უკვე სახელდებიან ის პირები, ვინც შესაძლოა, „საზოგადოებრივი მაუწყებლით" დაინტერესდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებენ კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.


ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გიორგი ბარათაშვილის ტელევიზიიდან წასვლის შესახებ კოკა ყანდიაშვილმა „პრაიმტაიმისგან" გაიგო, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.


„გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შემდეგ მივიღებ", - უთხრა ყანდიაშვილმა „პრაიმტაიმს".


მისგან განსხვავებით, ნინო ზაუტაშვილი კონკურსით დაინტერესებულია:

 

„დიახ, კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ", - აღნიშნა ზაუტაშვილმა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner