პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ რამდენიმე ხნის წინ პოსტი დატოვა და სამსახურიდან წავიდა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.
კონკრეტულ მიზეზებზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. არაოფიციალურ საუბრებში თქვეს, რომ თიკო ოპერაციას იკეთებს, თუმცა, ოპერაციის შემდეგ სამსახურში დაბრუნდება თუ არა, ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ მალე ახალ კანდიდატს აიყვანს ამ პოზიციაზე.