logo_geo
eng_logo
სესილია მალმსტრომი: ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი
- +

21 მარტი. 2016. 18:01



ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", სადაც იგი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ევროკავშირ- საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრებს ხვდება, ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე, რომელსაც ეს შეთანხმება ბიზნეს-სექტორს სთავაზობს. ასევე დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზე.



ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი", - განაცხადა მალმსტრომმა.



მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. კერძოდ, საქართველოს ექსპორტის 1/3 სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ასევე საქართეელოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.


ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა მალმსტრომმა.



მან ყველაზე სპეციფიკურ გამოწვევად, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, კვების უსაფრთხოების სტანდარტები დაასახელა და განაცხადა, რომ დასახვეწია ფიტო-სანიტარიული სტრატეგია. ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა კანონმდებლობის დახვეწის საკითხში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობას.


მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა გაზარდა და 2014-2017 წლის პერიოდში ქვეყანას 410 მილიონ ევროს გამოუყოფს.



ვიცით, რომ რეფორმების განხორციელება არ არის მარტივი. ეს დაკავშირებულია გამოწვევებთან. ასე იყო ევროკავშირში და ასე იქნება საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner