ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისი გადაიდო, დორტმუნდი-ქუთაისის რეისი კი თბილისის აეროპორტმა მიიღო.
აეროპორტში მყოფი მგზავრები გამგზავრებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, მოგვიანებით კი თბილისის აეროპორტში სამარშრუტო ტაქსებით გადაიყვანეს.