logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: არ გადამრიოთ, ხალხო, საიდან მოიტანეთ და ვინ მოიგონა ჩემზე ეს ამბავი?
- +

21 ნოემბერი. 2016. 12:32

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებს.


„რაის „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის თანამდებობაზე ბრძოლა, არ გადამრიოთ, ხალხო, საიდან მოიტანეთ და ვინ მოიგონა ჩემზე ეს ამბავი?

 

არც მიფიქრია ამ თემაზე და არც ვაპირებ ფიქრს, არანაირ კონკურსში არანაირ განცხადებას არ შევიტან, მაგრამ, აი, იმისათვის ბრძოლას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელ" გათავისუფლდეს ათასი ჯურის მარგინალისგან, რომლებიც ბლომად გვყავს, აი, ამისთვის ბრძოლას კი დღეიდანვე გპირდებით და ვერანაირი ძალა ვერ გამაჩერებს, სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მივიყვან..." - წერს გიორგი ფოფხაძე.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner