logo_geo
eng_logo
25 ნოემბერს თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება
- +

21 ნოემბერი. 2016. 12:33



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 25 ნოემბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაესწრონ და თვალყური ადევნონ არჩევნების პროცესს.



უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით თვითმმართველობის 140 დელეგატს აირჩევენ. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია  2016 წლის 14 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.



ამჟამად სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სიაში 20 615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტია.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner