logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი ლოგიკას მოკლებულია
- +

21 ნოემბერი. 2016. 12:42



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია.



მე ვნახე პარასკევს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა კომისიების სხდომებზე. უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახის ლოგიკას. ამდენად, ამ საკითხზე მეც ძალიან ფართოდ ვისაუბრებ, როცა ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს მივიტან და წარვადგენ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე.

რიგი საკითხები იყო, რაც არის გამოთქმული და ყურადსაღები და ეს ნაწილი რა თმა უნდა, გათვალისწინებული იქნება გადამუშავების დროს. ვნახოთ, დღევანდელი განხილვა. დღევანდელი განხილვის და პარასკევის განხილვის შედეგებს ჩვენ ერთობლივად გავაანალიზებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner