logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს
- +

21 ნოემბერი. 2016. 12:46



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელზე კანცელარიაში შეიტანა.



ბარათაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.



პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.



მსურველებს განაცხადისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვირიან ვადაში მაუწყებლის ახალი დირექტორი შეარჩიოს. 












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner