ხვალ, 22 ნოემბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში (გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება პრესკონფერენცია, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia"-ს შესახებ. დაჯილდოების ოფიციალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი". „Welcome to Georgia"-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. პრესკონფერენციას დაესწრებიან: „საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამეტის უფროსი ზურა მასურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და „ბიდიო საქართველოს" პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.