logo_geo
eng_logo
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 142-მდე გაიზარდა
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:09



ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  142-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 200-ს აჭარბებს.


14 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელშიც 500 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ პატნადან ინდორის მიმართულებით მიემგზავრებოდა. ტრაგედია კი უტარ-პრადეშის ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადატრიალდა.  ავარიის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ის ლიანდაგებზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია. დაშავებულები ახლო მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, 12 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.



ინდოეთში სარკინიგზო მაგისტრალით ყოველდღიურად დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ავარიები კი აზიურ სახელმწიფოში საკმაოდ ხშირი შეთხვევაა. ამის მიზეზი მოძველებული მატარებლები და  სუსტი უსაფრთხოების სისტემაა.  ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფების გამო ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.  












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner