logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:24



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა ლიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.


 

მე ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, მავეს ვიზამ", - განაცხადა პუტინმა.



მისივე თქმით, წინასაარჩევნო რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის ყოველთვის დიდი სხვაობაა.



აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება ის, რამდენად წარმატებით გადაწყვეტს ის მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მათ შორის სახელმწიფო ვალის პრობლემას, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღის დონე", - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.


მისი თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრის თარიღი ჯერ არ განხილულა.


 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner