logo_geo
eng_logo
„შემომთავაზეს, თუ გინდა, „მასტერასგან“ კადრებს გაყიდვინებთო“ - რას იხსენებს შალვა ხაჭაპურიძე
- +

21 მარტი. 2016. 18:45



ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან „ნაციონალები" და უკრაინაში გაქცეული მათი ბელადი სააკაშვილი დგანან. ადვოკატი ამ თემაზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.



შალვა ხაჭაპურიძე გამოცემას დეტალურად უამბობს, როგორ დაუკავშირდა მას ერთ-ერთი პატიმარი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლიდან ორი თვის შემდეგ და შესთავაზა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები.


ადვოკატი ამბობს, რომ მას ყოფილი პატიმარი იმ საქმესთან დაკავშირებით შეხვდა, რისთვისაც სასჯელს იხდიდა.

 

„როგორც ამ ბიჭმა მითხრა, „მასტერას" საერთო ახლობლისგან იცნობდა და 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში მას ჰოლანდიაში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა. ამ ბიჭს „მასტერამ" უთხრა, რომ ჰქონდა ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელთა გაყიდვასაც გეგმავდა. შესთავაზა კიდეც - თუ საქართველოში იპოვი დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც ამ კადრებში ფულს გადაიხდიან, მზად ვარ, მივყიდოო.

 

„მასტერამ" ამ პიროვნებას რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი ჩამოუთვალა და უთხრა, რომ კადრები მათ პირად ცხოვრებას ასახავდა. ისიც უთქვამს, თუ მყიდველი დაინტერესდება, შემიძლია რამდენიმე კადრი, ნიმუშის სახით წინასწარ ვაჩვენოო. „მასტერამ" ყოფილ პატიმარს დაუკონკრეტა - კადრებში, რომლებიც ხელთ მაქვს, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოებაში ცნობილი სახეების ინტიმური ცხოვრებაა ასახულიო.

 

„მასტერამ" ყოფილ პატიმარს უთხრა, რომ კადრები ეხება როგორც სააკაშვილის დროინდელი ოპოზიციისა და დღევანდელი ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. მითხრა, თუ გინდა, „მასტერასგან" კადრებს გაყიდვინებ და რამდენიმე ფაილს უფასოდაც მოვაცემინებო, მაგრამ ცივი უარი ვუთხარი - მსგავსი სიბინძურე არაფერში მაინტერესებს და არ მჭირდება-მეთქი", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner