„დარწმუნებული ვარ, მოსკოვში პატრიარქის ამ ვიზიტის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალიან ბევრი რამ დალაგდება!" - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქი ცდილობს, ისე მოამზადოს სიტუაცია, რომ რუს და ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი გაუადვილოს.
„ყველა ამბობს, რომ პატრიარქი მოსკოვში ჩამოსულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე სასაუბროდ! იმასაც ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ბრძენი პატრიარქი ჩვენს ხელისუფლებას თავისი ვიზიტით სამოქმედო გზას უჩვენებს! დარწმუნებული ვარ, მოსკოვში პატრიარქის ამ ვიზიტის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალიან ბევრი რამ დალაგდება! პატრიარქი ცდილობს, ისე მოამზადოს სიტუაცია, რომ რუს და ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი გაუადვილოს..." - განაცხადა ლალი მოროშკინამ.