გიორგი ბარათაშვილის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა დაამტკიცა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე „საზოგადოებრივ მაუწყებელს" თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის თანამდებობას იკავებს.
სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაცხადოს კონკურსი ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად. გიორგი ბარათაშვილი უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს, ბორდის სახელზე მან განცხადება დღეს დილით შეიტანა.