logo_geo
eng_logo
უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი2“-ის მხარდამჭერები იკრიბებიან
- +

21 ნოემბერი. 2016. 15:37

 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობასთან ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მხარდამჭერები იკრიბებიან. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.



აქციის მონაწილეები და პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მოითხოვენ, შეწყდეს ჩარევა კერძო ტელეკომპანიის საქმიანობაში.



უზენაესი სასამართლო დღეს „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვას იწყებს.


კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2" მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.


უზენაესი სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner