logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა
- +

21 ნოემბერი. 2016. 15:47

 

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.


კაზნევის თქმით, სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდნენ.


როგორც კაზნევმა აღნიშნა, „დაკავებების შედეგად შესაძლებელი გახდა ტერაქტის აღკვეთა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა".



ეჭვმიტანილებს შორის ავღანეთის, მაროკოსა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულთა ასაკი 29-დან 37 წლამდეა. მინისტრის განმარტებით, დაკავებულთაგან ექვსი პირი აქამდე სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ არ მოხვედრილა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში საფრანგეთში კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.



26 ნოემბერს სტრასბურგში ევროპასა და მსოფლიოში უძველესი საშობაო ბაზრობა იხსნება. ყოველწლიურად ბაზრობას ათასობით ტურისტი სტუმრობს.















 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner