logo_geo
eng_logo
საკრებულოს თავმჯდომარემ კრწანისის მაჟორიტართან ერთად ფონიჭალის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
- +

21 მარტი. 2016. 19:17



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმდჯომარემ რიმა ბერაძემ და კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა მჭედლიშვილმა სოფელ ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.


საკრებულოს წარმომადგენლები სოფელ ქვემო ფონიჭალაში რამდენიმე ოჯახს, მათ შორის დამსახურებული პედაგოგის ნარიმან ნორბანოვის და სოფლის უხუცესის, ბაქირ მამედოვის  ოჯახებს ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული მიართვეს.


ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც აღინიშნება და სამი დღე გრძელდება.


ნოვრუზი 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner