logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მოსკოვიდან ვხედავ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
- +

21 ნოემბერი. 2016. 16:23



ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მისი უწმინდესობის ყველა ადრინდელ ვიზიტთან შედარებით.



მოსკოვიდან ვხედავ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება!

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად. ჩვენი მთავრობა აქამდე თავს უფლებას არ აძლევდა, ეს ნაბიჯი გადაედგა,რადგან პარლამენტი სავსე იყო ნაციონალებით და ხელისუფლება შიშობდა, რომ ამას მოჰყვებოდაკრემლის აგენტისა" თურუსეთუმეობის" იარლიყების მიწებება. თუ რომელიმე ქართველს ენა მოუტრიალდება და პატრიარქზე იტყვის, რომ უწმინდესი კრემლის აგენტია", მაშინ ყველაფერზე ზედმეტია ლაპარაკი და გასაგებია, საითკენაც მივექანებით," - აცხადებს ლალი მოროშკინა.

 

 

მოროშკინა გამოცემასთან იმ დღეს იხსენებს, როდესაც ქართველები რუსეთიდან გამოყარეს, რაშიც, მისი თქმით, ისევ და ისევ სააკაშვილს მიუძღვის ბრალი.



ამჟამად რუსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება პოზიტურად არის შეცვლილი. დღეს ათეულათასობით ქართველი, მუშაობის უფლების გარეშე, ფაქტობრივად უსაბუთოდ საქმიანობს, ოჯახებს არჩენს და ამაზე რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს", - აცხადებს ლალი მოროშკინა.














 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner