logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანულ ოჯახს მიულოცეს
- +

21 მარტი. 2016. 19:18



თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.


საკრებულოს წარმომადგენლები მარჯანიშვილის ქუჩაზე მცირე მეწარმეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანულ ოჯახს მათივე მაღაზიაში ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.


ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც აღინიშნება და სამი დღე გრძელდება.


ნოვრუზი 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner