logo_geo
eng_logo
საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება
- +

21 ნოემბერი. 2016. 17:22


 



ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის მაია მახარაშვილის განცხადებით, საქართველოში „ჭკვიანი მრიცხველების" დაყენება იგეგმება.



მისი განმარტებით, „ჭკვიანი მრიცხველები" გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებას მის მიერ გამოყენებული ენერგიისა თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შესახებ.



მრიცხველი ასევე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, იცოდეს და აკონტროლოს, რამდენ საათში და რამდენს მოიხმარს, რა საგანი რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და .." - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.



მახარაშვილმა ვერ დააკონკრეტა, როდიდან გამოჩნდება „ჭკვიანი მრიცხველები" ქვეყანაში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი.



ჭკვიანი მრიცხველები" ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობა მიზანშეწონილი არ იქნება", - აღნიშნა მახარაშვილმა.



ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner