ავტორი ვახტანგ კობაიძე
გარდაიცვალა გიზო ჟორდანია - ქართული თეატრის უხუცესი მეტრი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და რეჟისორი, არაერთი თაობის აღმზრდელი, მრავალი სახელმწიფო და რუსთაველის, მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების და სხვა არაერთი კონკურსის ლაურეატი.
მის შემოქმედებაშია ასამდე სპექტაკლის რეჟისურა: თბილისის ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის და სხვა მრავალი თეატრის სცენებზე დადგმული სპექტაკლები. ბოლო მისი ნამუშევარი გახლდათ „აბესალომ და ეთერის" დადგმა, რომლითაც გაიხსნა განახლებული ოპერის თეატრი. ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია შემოქმედებითი მოღვაწეობა...
„რეპორტიორი" გთავაზობთ ვახტანგ (კოკოშა) კობაიძის პირადი არქივიდან 2014 წლის 25 სექტემბრის ინტერვიუს ჩანაწერს მაესტრო გიზო ჟორდანიასთან მისი დაბადების 80 წლის იუბილეს შემდეგ.