logo_geo
eng_logo
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი საწარმო მოინახულა
- +

21 ნოემბერი. 2016. 18:16



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში,  ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში,  დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს.



ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ  30 დევნილს შორის,  რომლებმაც  ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) პროექტის ფარგლებში,  დაფინანსება მიიღეს.



პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის"  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.



მინისტრის პირველმა მოადგილემ ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, გრანტის გაცემისას გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და დაფინანსებულთა მინიმუმ 40%-ს ქალები შეადგენენ.



ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში  ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner