logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: „ნაციონალური მოძრაობის” დროს, ქვეყანაში 300 000 პრობაციონერი იყო და 30 00-მდე პატიმარი!
- +

17 თებერვალი. 2016. 23:51


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ოთხმეზურის განცხადებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კრიმინალი არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.


ამის შესახებ ოთხმეზურმა ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე- „გაიზარდა თუ არა ქვეყანაში კრიმინალი?" ოთხმეზური პასუხობს:



ვერ ვგრძნობ კრიმინალის ზრდას! შევადაროთ განვლილ წლებს, ქვეყანაში 300 000 პრობაციონერი იყო და 30 00-მდე პატიმარი. იმასთან შედარებით, როგორ შეიძლება გაზრდილი იყოს კრიმინალი? „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენს დროს კრიმინალი არ იყო და ახლა არისო. თუ მაშინ არ იყო კრიმინალი, ეს 300 000 კაცი ყოფილა პოლიტპატიმარი! სახელმწიფო დანაშაულებიც ხდებოდა! ციხეებში ყოველწლიურად 140 ადამიანის მკვლელობის შემთხვევები იყო. ამ 140 კაციდან მესამედზე მეტს ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ! იმ განვლილ 9 წელთან შედარებით, ნაკლებია კრიმინალი!" - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner