logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას
- +

21 ნოემბერი. 2016. 18:50



სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ორივე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.



რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ორივე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო უნდა გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ადგილი", - განაცხადა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვისას.



უწმინდესის თქმით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ძალიან საშიშია და შესაძლოა, გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.



ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ არ გვძალუძს ამ სფეროში ნაბიჯების გადადგმა, თუმცა  ღვთის დახმარებით, პროცესზე გავლენის მოხდენა მაინც შესაძლებელია", - განაცხადა ილია მეორემ.

 


ილია მეორეს თქმით, საქართველოში აფასებენ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას.



როგორც იცით, მე 11 წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი. იქ არასდროს ყოფილა კონფლიქტი. ჩვენთან ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ოსები. ჩვენ ვაფასებთ რუსული ეკლესიის პოზიციას, რომელიც არაერთხელ აცხადებდა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მკაფიოდ ითქვა 19 ნოემბერს ჩვენს შეხვედრაზე. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება მნიშვნელოვანია, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს", - განაცხადა ილია მეორემ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner